Wednesday, April 14, 2010

რა ვიცი ნათურის შესახებ?

1. პროექტის სახელი ''ნათურა''

2. პროექტის მოკლე აღწერა. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნათურის წარმოშობისა და მისი ევოლუციის ეტაპების შესახებ.

3. პროექტის სრული აღწერა. პროექტზე მომუშავე მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: როდის და ვის მიერ იქნა გამოგონილი ნათურა, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ მოიძიებენ ნათურების წარმოშობის და ევოლუციის ეტაპების შესახებ ინფორმაციას. გამოიკვლევენ როგორ აისახებოდა განვითარების თითოეულ ეტაპზე მეცნიერების განვითარება ნათურების აგებულებასა და მოქმედების პრინციპებზე. წარმოადგენენ ილუსტრაციებს - აღწერებს სხვადასხვა მოდელის ნათურებისას. თვითონ ნათურების სხვადასხვა ფორმებს. შეისწავლიან ვარვარას და აიროვანი განმუხტვის ნათურებს. განათავსებენ მოძიებულ ფოტომასალას ინტერნეტში. შეფასდება რამდენად საფუძვლიანად და გააზრებულად არის წარმოდგენილი მასალა. რამდენად ორიგინალურია იგი. შესაძლებელია პატარა სტენდის მოწყობა, სადაც განთავრებული იქნება სხვადასხვა ფორმის, ზომის, სიმძლავრის ნათურები.

4. მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წლის.

5. ვადები: მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად 2-3 კვირის ვადაში.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციისმოძიება, ვებ-გვერდების შექმნდა, სურათების გადაღება, ნათურების მოდელების მოძიება, ინტერვიუების მოპოვება, მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, წარმოდგენა და ელექტრონული კატალოგის შექმნა.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას, გაეცნობიან მასალებს ნათურის გამოგონებაზე. მოიძიებენ მასალას იმის შესახებ რომ ჯერ კიდევ ძვ... VII საუკუნეში ჰათჰორის ტაძრის ერთ-ერთ კედელზე არის ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია უცნაური საგანი, რომელიც ძალიან გავს დღევანდელ ჩვენს ნათურას. ჩაატარებენ გამოკითხვებს, შეადგენენ ინტერვიუებს სპეციალური კითხვარის მიხედვით. სხვადასხვა ტიპის ნათურების აგებულებისა და მოქმედების პრინციპის შესწავლისას გაარკვევენ რომელი ნათურა უფრო ეკონომიურია. გაიგებენ, რომ ვარვარას ნათურის ... არის 4%, დღის ნათების 15%, ხოლო ეკონომ ნათურის 80%. მიხვდებიან, როგორ უნდა დაზოგონ ელექტროენერგია და შესაბამისად ფინანსები, რომ ეკონომ ნათურების გამოყენება უფრო ეკონომიურია, ვიდრე ვარვარას ნათურის. გაუზიარებენ ამ ცოდნას თავის გარშემომყოფებს და ყველას ექნება გააზრებული როგორ დაზოგოს ელ. ენერგია. გაიგებენ რომ მსოფლიო მაშტაბით ტარდება მრავალი ღონისძიება, რატა ეკონომიურად გამოიყენონ ელექტროენერგია.

8. სარგებელი სხვისთვის: პროექტის შედეგების (ფოტოები, ელექტრონული კატალოგი, სტენდი) გაცნობა იმ ადამიანებისათვის ვინც არ არის ჩართული ამ პროექტში. ამ პროექტის გაცნობის შემდეგ თვითოეულ ადამიანს სურვილი გაუჩნდება შეიძინოს ეკონომიური ნათურები და დაზოგოს ელექტრო ენერგია და ფინანსები. გაიგებს ინფორმაციას ისტორიული წარსულიდან.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ისტორიასთან, ქიმიასთან, პროექტი საშუალებას იძლევა არჩეული ღონისძიებებისათვის საგანთან დაკავშირებისათვის, რათა მიღწეულ იქნას სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგი. ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ვარიანტია: www.ganatleba.org

11. პროექტის ფასილიტატორი: მანანა რაზმაძე, 139- სკოლის პედაგოგი.

12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:

13. პროექტის ფორუმი:

Friday, March 12, 2010

ვიდეოკლიპი ნათურის მუშაობის პრინციპის შესახებ